kids.ge logo

კოდალა, კაკადუ და გულწითელა

ფავორიტებში დამატება

ერთ უღრან დღეში ორი ფრინველი კოდალა  და კაკადუ გვერდი-გვერდ ფუღუროში ცხოვრობდა,ხოლო მათ ახლოს გულწითელას მიწაზე ბუდე ჰქონდა გაკეთებული. ფრთოსნებს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთის  სიხარულს თუ მწუხარებას დიდსულოვნად იზიარებდნენ. 

ერთელაც კაკადუ  კოდალასთან ერთად ხის ტოტზე ჩამომჯარი გასცქეროდა მიდამოს. 

კაკადუმ გულწითელას ქება დაიწყო:_რა მშრომელია ,ეს ჩვენი მეზობელი , დროს არასოდეს კარგავსო. ხეკაკუნას არ ესიამოვნა გულწითელას ქება და გულში გაიფიქრა :  ახლა გულწითელაზე ცუდს თუ ვიტყვი მასზე ბევრად კარგი გამოვჩნდებიო და  კაკადუს უთხრა:

_ განა რა საქებია ,ეგ ციცქნა ჩიტი, კარგი რა , მიწას არ ასცდენია, ერთი მაგის საცოდავი ბუდე განახა ,როგორ ცხოვრობს ხის მორის ქვეშო . 

-კოდალა,მგონი არსწორია მეზობელზე ასე საუბარი...!_კაკადუმ ეს უთხრა და გულწითელაც გამოჩნდა. ვინ იცის მერამდენედ მოჰკრა ყური კოდალას მწარე სიტყვებს, მაგრამ გულწითელას კვლავაც არაფერი უთქვამს.

მომდევნო საღამოსაც ისევ იგივე გამეორდა და ამჯერად  გულწითელას გარდა , კიდევ ბევრ სხვა საქებ ფრინველზე ამბობდა ცუდს ,იმისთვის რომ  მათზე უკეთესი გამოჩენილიყო. მისი საქციელი არავის მოსწონდა და არც გამოსწორების გზა იცოდნენ. ერთხელ კი გულწითელამ უთხრა:_ კოდალა, შენ ტყის საუკეთესო მკურნალი ხარ, პატივი ეცი საკუთარ თავს და ნუ ცდილობ სხვისი დამცირებით მიიღო რაიმე სარგებელიო. ყველა ფრთოსანი გაჩუმდა და კოდალას წასვლის შემდეგ გაოცებულებმა ჰკითხეს:_  ის სულ ცუდს ამბობს შენზე და შენ კი ცუდითვე არასოდეს პასუხობ, რატომ ?

-ეს იმიტომ,რომ კოდალას  ვერ მივცემ უფლებას ჩემი ბუნება ცუდისკენ შეცვლოს, ადამიანური  ვალია კარგი მაგალითი მივცე,რომელსაც გამარჯვების დიდი  უპირატესობა  აქვს, ცუდ მაგალითთან  შეპირისპირებისასო.

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

ავაზა  და  ძაღლები

ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის ...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: შონია:


Kids.ge-ს რჩევები

შეინახეთ ტრადიციების ისტორია

შექმენით ოჯახური ალბომი ან წიგნი, სადაც შეინახავთ ტრადიციების ფოტოებსა და მოგონებებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026