kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

ორიოდე საათის სიარულის შემდეგ, დაწინაურებულნი შეუდგნენ ერთ მაღალ ფერდობს და როცა აიარეს, შევიდნენ კავკასიის მთის ერთ ვიწრო, ტყით შემოსილ ხეობაში. მიდიოდნენ ფრთხილად. იცქირებოდნენ აქეთ-იქით, ათვალიერებდნენ ყოველ საეჭვო ადგილს, მაგრამ მტრის ჭაჭანებაც კი არსად არა სჩანდა. გავიდა კიდევ ცოტა რამ ხანი და უცებ, სადღაც ტყეში, გავარდა თოფი. ეს თოფის ხმა, როგორც აღმოჩნდა, ნიშანი ყოფილიყო მთის ფერდობზე დაბურულ ტყეში ჩასაფრებულ ლეკებისა. ერთი წამის წინად სამარის მსგავსად გაყუჩებული ხეობა უცებ ჯოჯოხეთურმა ღრიანცელმა მოიცვა. როგორც ნიაღვარი, ისე წამოვიდა ზემოდან შეიარაღებული ჯარი ლეკებისა. მათი ჟრიამული ცამდის ადიოდა. ერეკლემ პირველსავე თოფის გავარდნაზე შეშფოთებით მიიხედა უკან. საჩქაროდ მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა - მსწრაფლ უკან გატრიალება. ზაქარიას ხელით ანიშნა, რომ გაბრუნებულ რაზმს გასძღოლოდა წინ. დაიძრა თუ არა პატარა ლაშქარი ქართველებისა, ახლა წინიდან შემოესია მათ საშინელი ღრიანცელი ლეკებისა. თვით ჰაჯი ჩალაბი მოაქროლებდა ცხენს და მას ხუთასამდე მეომარი მოსდევდა უკან. ერეკლე მიბრუნდა იქით, თავის არწივისებურ თვალებით გაარჩია მომავალი მტრის ჭაღარა წინამძღოლი...

- ოთარ, - დაიძახა მან, - ასი კაცი გამოატრიალე აქეთ. ზაქარიასთან წადი, ის აქ გამოგზავნე და შენ შენებურად დაუდექ მტერსა... გარღვევა მტრისა ჯერჯერობით ვერ არის მოსახერხებელი. მეტი ღონე არ არის, მამაჩემის მოსვლამდე უნდა მოვიგერიოთ მტერი... ეჭვი არ უნდა, ისიც მალე გაჩნდება აქა.

ოთარი გაბრუნდა, ხოლო ზაქარია ამ დროს უკვე გაცხარებული იბრძოდა თავის მხედრობით. ცოტანი იყვნენ ქართველები, მაგრამ ვინც იყვნენ, ყველას ვაჟკაცობის სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელ ქართლ-კახეთში. ვინ მოსთვლის რამდენი ბრძოლა გადაეხადათ ამათ ერეკლესთან ერთად და სწამდათ, რომ დღესაც ისე გაიმარჯვებდნენ, როგორც არა ერთხელ უწინ. ეს რწმენა, მეფე ერეკლეს მათთან ყოფნა და საყვარელი წინამძღვრების ცქერა გმირობის სულს უდგამდა თვითეულ მათგანს და როგორც ლომნი, ისე ეძგერნენ მტერსა. უცებ მეხივით დაიჭექა თოფმა. ამ თოფის ხმას ყველა იქ მყოფმა ქართველებმა ყური მოჰკრეს... თითქმის ყველამ ერთად გადაიწერა პირჯვარი და ერთმანეთს მხიარულად შესძახეს:

- ბატონმა დასცალა თოფი, ბატონმა.

- და ლეკების რომელიღაც ბელადს დაუბნელა მზე.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 11–19
ოპტიმალური ასაკი: 15–18

სხვა მოთხრობები

წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ დამოუკიდებლობა

მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები და მიიღოს გადაწყვეტილებები.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026