kids.ge logo

ამაყი ყვავილი

ფავორიტებში დამატება

პატარა ნაკადულის პირას დიდი, ლამაზი ყვავილი ამოვიდა. ნაკადულს ყვავილი უყვარდა, ურწყავდა ძირს და ნაზ სიმღერებს უმღეროდა. ერთხელ მეტის სიყვარულით ნაკადულმა ბევრი წყალი შეაშხაპუნა და დაასველა ყვავილი.

ყვავილი გაუჯავრდა ნაკადულს:

- თავი მომაბეზრა ამ საძაგელმა, - თქვა მან, - სულ დამისველა და გამიფუჭა ჩემი მშვენიერი კაბა, წადი, დაიკარგე აქედან, ახლოს აღარ გამეკარო!

ნაკადულს გული ატკინა ყვავილის საყვედურმა. დაიწია უკან და მოშორდა ყვავილს.

მზე თანდათან უმატებდა სიცხეს.

ყვავილს მოსწყურდა, კაბა დაემტვერა და დასუსტდა.

- ნეტავი აქ იყოს ახლა ჩემი საყვარელი ნაკადული, - ნატრობდა ყვავილი და ეძახდა თავის მეგობარს, მაგრამ მისი სუსტი ხმა არ ესმოდა შორს წასულ ნაკადულს, და ამაყი ყვავილი უწყლოდ ჭკნებოდა მზის სიცხისაგან.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–11
ოპტიმალური ასაკი: 7–10

სხვა მოთხრობები

თბილისი

ქალაქ მცხეთაში დიდი მოძრაობა იყო დღეს დილიანა. ყველა მისი ნაწილებიდან, წიწამურიდან, ავჭალიდან და სხვა ახლომახლო დაბა-სოფლებიდან ხალხი მხიარული ხმაურით, შეუწყვეტ...

მამა გაახარა

დაღლილი დაბრუნდა საღამოს მამა სამუშაოდან. ოთარიკო მოუთმენლად ელოდა მის მოსვლას და კიბეზე მიეგება, მაგრამ შეხედა თუ არა, მაშინვე ჰკითხა: - რა იყო, მამა, ავად ხა...

ილია ჭავჭავაძე და პატარა ბიჭუნა

პატარა, წითელლოყებიანი, ბუთხუზა ბიჭუნა ფეხის თითებზე იდგა დიდი სახლის შესავალ კარებთან და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობდა როგორმე ზარის ღილაკს შესწვდომოდა, თი...

ამაყი ყვავილი

პატარა ნაკადულის პირას დიდი, ლამაზი ყვავილი ამოვიდა. ნაკადულს ყვავილი უყვარდა, ურწყავდა ძირს და ნაზ სიმღერებს უმღეროდა. ერთხელ მეტის სიყვარულით ნაკადულმა ბევრი ...

გაზაფხულია, გაზაფხული!

მე პატარა ნაკადული ვარ, მივრბივარ, მივრაკრაკებ, მივჩუხჩუხებ, გამიშვი, თოვლო, რა გინდა, რომ ჩამალულხარ ჩრდილებში და გამაგრებულხარ ჩემ გზაზე. ხომ ხედავ, მზე როგორ...

ზურიკო და პაპა

პაპა აივანზე იჯდა და მზეზე თბებოდა. ზურიკო იქვე ტრიალებდა ბაბუასთან. - პაპა, - უთხრა ზურიკომ პაპას, მოეხვია და მუხლებზე დაუჯდა, - პაპა, წავიდეთ ბაღში სასეირნოდ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კითხვა

წაახალისეთ ბავშვი, წაიკითხოს სხვადასხვა ჟანრის წიგნები, რათა გააფართოვოს მისი ცოდნის სფერო.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026