დაღლილი დაბრუნდა საღამოს მამა სამუშაოდან. ოთარიკო მოუთმენლად ელოდა მის მოსვლას და კიბეზე მიეგება, მაგრამ შეხედა თუ არა, მაშინვე ჰკითხა:
- რა იყო, მამა, ავად ხარ?
- დავიღალე, შვილო, ბევრი ვიმუშავე.
მეორე დილით, როდესაც მამა ადგა, ადგა ოთარიკოც.
- რა ამბავია, შვილო, ასე ადრე რად ადექი? - ჰკითხა დედამ.
- მამას უნდა წავყვე სამუშაოდ, დავეხმარო და აღარ დაიღლება, - უპასუხა ოთარიკომ და ქუდი დაიხურა.
მამას გაეცინა, აიყვანა ოთარიკო ხელში, აკოცა და უთხრა:
- აი, ყოჩაღ, ბიჭო, შენ ისე გამახარე შენი სიტყვებით, რომ აწი აღარ დავიღლები.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
„იჭორავეთ შვილებზე“
ფაქტია, რომ ის, რაც ჩვენ შემთხვევით შემოგვესმება, ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, ვიდრე ის, რასაც პირდაპირ გვეუბნებიან. ნება მიეცით თქვენს შვილს „გაიგონოს“ როგორ აქებთ ბებიასთან, მამასთან ან თუნდაც სათამაშო დათუნიასთან.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო