მე პატარა ნაკადული ვარ, მივრბივარ, მივრაკრაკებ, მივჩუხჩუხებ, გამიშვი, თოვლო, რა გინდა, რომ ჩამალულხარ ჩრდილებში და გამაგრებულხარ ჩემ გზაზე.
ხომ ხედავ, მზე როგორ იცინის, ხომ ხედავ, როგორ ალერსით მაფრქვევს მცხუნვარე სხივებს.
განა ვერ ხედავ, რომ ამოიფეთქა მწვანე ბალახი, ვერ ხედავ, ფერდობზე რამდენი ლურჯთვალა ია და ენძელა ამოსულა?!
გახედე ბაღს, როგორ საამურად აყვავებულა ალუჩა და ნუში! ხედავ, ფრინველები მოფრინავენ შორი ქვეყნებიდან! ხომ გესმის მათი მხიარული ჟრიამული და ძახილი, ეს იმის ნიშანია, რომ გაზაფხულდა. ხომ ხედავ, როგორ იშლება ხეზე კოკორი და იშმუშნება მიწაში გამოღვიძებული ჭიაღუა! მალე ამწვანებული ტყეც აშრიალდება.
თოვლო, ჩამომეცალე გზიდან! გაზაფხულია, გაზაფხული! ყველაფერი გაიღვიძებს ზამთრის ძილისაგან და გამოცოცხლდება...
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
მოელოდეთ მეტს თქვენი შვილებისგან
ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მოლოდინები (სკოლამდელი აღზრდის ჩათვლით). „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები სკოლაში თავად დაისხამენ წყალს, აალაგებენ მაგიდას, დაკიდებენ ქურთუკს - და ისინი ამას აკეთებენ“ - ამბობს ჯენიფერი ზებუკერი, ნიუ-იორკის 92-ე ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის მასწავლებელი. „თუმცა, საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ, ისინი ცერა თითს პირში ჩაიდებენ და ჩაჯდებიან საბავშვო ეტლებში“. ამიტომაც გქონდეთ მეტი მოლოდინი, რაც შეესაბამება ბავშვების მაქსიმუმს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო