პაპა აივანზე იჯდა და მზეზე თბებოდა. ზურიკო იქვე ტრიალებდა ბაბუასთან.
- პაპა, - უთხრა ზურიკომ პაპას, მოეხვია და მუხლებზე დაუჯდა, - პაპა, წავიდეთ ბაღში სასეირნოდ. იქ ყვავილებია, შადრევანი, მუსიკა უკრავს, ბავშვები თამაშობენ...
პაპამ აკოცა ზურიკოს და უპასუხა:
- აბა, როგორ წამოვიდე, ჩემო ბიჭიკო? ფეხები მტკივა, სიარული არ შემიძლია.
ზურიკო ჩამოხტა მუხლებიდან, გაიქცა და მოურბენინა პაპას თავისი ჭრელი ჯოხი, აი, ის, ძიამ რომ აჩუქა.
- აჰა, პაპა, ჩემ ცხენზე შეჯექი. ძალიან კარგი სირბილი იცის, ფეხები აღარ გეტკინება, წავიდეთ!
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ ონლაინ მტაცებლებისგან თავდაცვა
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა ამოიცნოს ონლაინ მტაცებლები და როგორ უნდა მოერიდოს მათთან კონტაქტს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო