kids.ge logo

ქუთაისი

ფავორიტებში დამატება
მშვენირო ქუთასო,
სავარდო და სამასო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?

შენი ციხე-გალავანი,
ბევრჯერ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?

თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!

ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახელცვლილი დღეს რინი,
გულამღვრევით რას ბუტბუტებს,
გადასული დროს მომგონი?

გონდება ოქროს კრავი,
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო, ფრთხილად მომცურავი?

შიგ იზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?

სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..

გარბის შენგან მგლოვირე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავ ზღვასვე შეჰღრილებს:
“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”

მაგრამ, ჩემო ქუთასო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026