kids.ge logo

ძმობა, ერთობა და სიყვარული

ფავორიტებში დამატება
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
მაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026