kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლ−ში სა−მი კნუ−ტი−ა:
ცე−ტა, ზან−ტა, ბუ−ტი−ა.

ცე−ტა დახ−ტის
ალთა-ბალთას,
უ−კან დას−დევს
ბატს და ქა−თამს,
თვა−ლებს ი−სე
ა−ცე−ცებს,
ვერ გა−ვი−გეთ,
რას ე−ძებს...
ხან ტყე−ში−ა,
ხან - მინ−დორ−ში,
ხან - ხე−ზე და
ხან სხვენ−ზე.

ზან−ტა დარ−დი−მან−დი−ა,
ბაფ−თი−ა−ნი ფრან−ტი−ა,
ა−რა−ფერ−ზე არ ფიქ−რობს,
სულ დი−ვან−ზე აგ−დი−ა.
ა−სე ნე−ბივ−რო−ბა−ში
ა−თე−ნებს და ა−ღა−მებს.
სახლს რომ ცე−ცხლი გა−უჩნ−დეს,
თვალს არ და−ა−ხამ−ხა−მებს.

ბუ−ტი−ა კი
ბუ−ტუ−სუ−რა,
და−ხეთ, სულმთ−ლად
თავს გა−სუ−ლა!
ში−ნა−უ−რებს
გა−ე−ბუ−ტა
რა−ღაც მი−ზეზ-
მი−ზეზით,
შინ შე−მოსვ−ლა
ა−ღარ უნ−და
და საწ−ვი−მარ მილ−ზე
ზის...

„რას გვემ−დუ−რის ნეტავ?!“ -
კი−თხვას ვერ−ვინ ბე−დავს...
სახლ−ში სა−მი კნუ−ტი−ა:
ცე−ტა, ზან−ტა, ბუ−ტი−ა.
ვა−ი, ი−მათ დე−დას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაძვის ხეონაძვის ხეო, ნატვრის ხეო, გული ლხენით აგვივსეო. ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ, საჩუქრები გვაღირსეო....ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026