kids.ge logo

საშობაო იავნანა

(ინგლისური საშობაო ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

ფავორიტებში დამატება
ავ-ნანა, ვარდო-ნანა,
ავ- ნანინაო!
შობის ლამაზ ვარსკვლავებმა
განათეს ცაო!
ანგელოზნი ზარებს რეკენ,
ციდან მოისმაო.
ფერად-ფერადი სიზმრები
თვალს დაგეფინაო,
დედიკოს ტკბილმა ამბორმა
ღრმად ჩაგაძინაო,
ავ-ნანა, ვარდო-ნანა,
ავ-ნანინაო!
ფეხაკრეფით მოდის ღამე-
შობა დამდგარაო!
დაგებედოს, პაწაწინავ,
ღმერთის წყალობაო,
სიკეთე და სიყვარული,
ვის დაჯაბნაო!
ნანა, ჩემო სიცოცხლეო ,
ავ-ნანინაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026