kids.ge logo

პირ ზამბახნი

ფავორიტებში დამატება
პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი;
ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობის,
ყორნის-ბოლო მშვილდ-ქამანდი სადარი?

გიშრის ტბანი განზიდულან სადარად,
წარბთა და წამწამთ ისარნი სად არი?
შენი ტრფობა სადუმლოდ მესახა,
ეშხთ მიზეზნი სურვის ბანგი სადარი?

დიახ გშვენის ეგ სირტურფე ნაზობა,
ბესიკის მოლხენის დანგი სადარი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026