kids.ge logo

სტვენს ბულბული

ფავორიტებში დამატება
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მემედა;
კოცნა ვეღარ გაბედა
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ტყვის: "ვარდო, შენი სახე
დეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:
უმზებით დამალა;
ბულბულს სული გაცალა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო არალ
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...მზე-ჭაბუკ ორბელიანზედათინას აღზრდილს აქებდეთ, ალვად ანორჩვით ასულსა, ბნელ ბაიათა ბრკვილობა, ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა! გონჯნი გ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026