kids.ge logo

გაუბედავი სიყვარული

ფავორიტებში დამატება

ა−თი წე−ლი,
მწა−რედ მწვე−ლი,
გულს მი−და−გავს ტრფი−ა−ლე−ბა!
და უბ−რა−ლოდ
სა−ვა−ლა−ლოდ
ჩემს გულ−ში−ვე ი−მა−ლე−ბა!

მიძ−გერს გუ−ლი
აგზ−ნე−ბუ−ლი,
მაგ−რამ გო−ნი მი−ბამს ე−ნას.
მი−სი სხი−ვით
სან−თე−ლი−ვით
ვდნე−ბი და თანც ვმად−ლობ ზე−ნას!..

თუ ი−სიც მცნობს
და ი−სიც გრძნობს,
ჩე−მებრ იწ−ვის უხ−მოდ ერ−თი...
მაშ, ოხ, ღმერ−თო,
რად წაგ−ვერ−თო
ჩვენ კავ−ში−რი შემაერ−თი?!

ვი−ცი, გზნო−ბის,
ნამდ−ვილ გრძნო−ბის
ნი−შა−ნი−ა მდუ−მა−რე−ბა,
ცხა−დად ტკბი−ლი
რამ ღი−მი−ლი,
ჩუ−მად ცრემ−ლი, მდუ−ღა−რე−ბა.

მაგ−რამ მა−ინც,
მეტრ−ფის მე ვინც,
მსურს, რომ ერ−თხელ გა−მა−გო−ნოს:
“შენ ჩე−მი ხარ!
გულს მი−ზი−ხარ!”
მი−თხრას ეშ−ხით... და−მა−ღო−ნოს!

ორ−თავ ვი−ცით,
ფი−ცით მტკი−ცით
გრძნო−ბა ჩვე−ნი შეგ−ვი−ტყვი−ა!
თუმც-კი ვხე−დავთ,
თქმას ვერ ვბე−დავთ,
გულ−ზე გვა−წევს, რო−გორც ტყვი−ა!

ა−თი წე−ლი,
მე−ტად მწვე−ლი,
გულ−ში გვაქვს ეს ნე−ტა−რე−ბა!
ვუგ−დებთ რა ყურს,
ო−რი−ვეს გვსურს
და ვერ გვითქ−ვამს აღ−სა−რე−ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026