kids.ge logo

ჩანგური

ვუძღვნი ან. მუსხელიშვილისას

ფავორიტებში დამატება
მე ჩან−გუ−რი მისთ−ვის მინ−და,
რომ სი−მართ−ლეს მსა−ხუ−რებ−დეს,
გა−ნამტ−კი−ცოს აზ−რი წმინ−და,
გულს სიწ−მინ−დით ა−ხუ−რებ−დეს!

ერ−თი ჰქონ−დეს მას სა−გა−ნი:
ჰარ−მო−ნი−ა მი−სი ხმე−ბის
ცხოვ−რე−ბა−ში ი−ყოს ბა−ნი
ხან ლხე−ნის, ხან მწუ−ხა−რე−ბის!

აღ−ტა−ცე−ბით სიმ−თა ჟღე−რა
გა−მოს−ცემ−დეს მაგ−ნი−ტის ხმას
და მა−ზე−დაც ჩე−მი მღე−რა
ორხ−მო−ვა−ნად გა−მო−ის−მის,

რომ და−ჩაგ−რულს იმ სიმ−ღე−რით
თვალთ ცრემ−ლე−ბი ეშ−რო−ბო−დეს
და მჩაგვ−რელს კი გულ−ში ძგე−რით
ი−სა−რი−ვით ე−სო−ბო−დეს!

მა−შინ მხო−ლოდ ამ ჩემ ჩან−გურს
ა−შორ−დე−ბა უქ−მად გდე−ბა
და, ვინც გრძნო−ბით და−უგ−დებს ყურს,
ვფი−ცავ, არც ის მოს−ტყუვ−დე−ბა!

გა−მიქ−ვავ−დეს მა−შინ ე−ნა,
თუ რომ ვის−მე მი−ვე−ფე−რო,
და გა−მიხ−მეს ეს მარჯვე−ნა,
თუ სიმ−რუ−დით სიმთ ვაჟ−ღე−რო!...

რა−გინდ ბე−დით ვი−ყო კრუ−ლი,
სა−ში−ნე−ლიც მექ−ნეს ბო−ლო, -
არ შედრ−კე−ბა ჩე−მი გუ−ლი,
გინ−და ქვი−თაც ჩა−ვი−ქო−ლო!

სხვი−სი ლხი−ნით ხომ ვი−ხა−რებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრ−ჩი ა−ვად,
და მა−ინც არ აღ−ვი−ა−რებ
შავს თეთ−რად და თეთრ−სა შა−ვად!

მე ჩან−გუ−რი მისთ−ვის მინ−და,
რომ სი−მართ−ლეს მსა−ხუ−რებ−დეს,
გა−ნამტ−კი−ცოს აზ−რი წმინ−და
და გულს წრფე−ლად ა−ხუ−რებ−დეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026