kids.ge logo

ორი დათვი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ორი დათუნია,
დილით ადრე ადგა,
მინდორში გაბაჯბაჯება
გადაწყვიტეს რახან.
სულ დუდუნით გაუყვნენ გზას,
აღმაცა და დაღმაც,
სანამ მინდვრამდე მივიდნენ
გარეს ცხრა მთა.
როგორც იქნა ეღირსათ და...
მოაღწიეს, აჰა!
ცოტა ხანში ტორით თელდნენ
მინდვრის ქორფა ბალახს.
თუმცა უცებ უცნარი
დანახეს რაღაც.
ზუსტად მათკენ მოფრინავდა,
ფორმით მრგვალი გახლდათ.
_ ვაი, ნეტავ რაა?
უჩველო რამ ჩანს.
მისთანა უფრთო ჩიტი,
ჩვენთან ტყეში არ გვყავს.
-__ და ეგება ქვაა?
დიდი, მრგვალი ქვაა,
ვიღაც რეგვენმა ააგდო,
თავს ჩვენ ვუშვერთ ახლა!
__ ქვა არა და ლოდი,
უნდა იყოს ლოდი!
თან ტალახში ნაგდებია,
მაგიტომ აქვს კოპლი.
__ ნეტავ ასე ვის ემჩატა,
ვინ დაღვარა ოფლი?
მის მსროლელს ან მოსცლია,
ან არა აქვს გონი!
თუ დავიჭერ არ ასცდება,
ეს ბუხუნა ტორი!
-__სანამ ასე დუდღუნებდა
და იქნევდა მუშტებს,
მანამ ბახ....და ის უცნობი
დაასკუპდა კუშტ ბელს.
ჰოდა, იწვა გაშხლართული
წუთი ოცდაორი,
მერე თვლემა მობეზრდა და...
ჯმუხს გამოჰკრა ტორი.
__რას დამტირი, ცოცხალი ვარ,
არ ყოფილა ლოდი.
ამ ვაივიშს ძმაო გვიჯობს,
ვითამაშოთ მოდი.
და მას შემდეგ უკეთესი
გასართობი არ აქვთ,
სადაც არ უნდა წავიდნენ,
ბურთი მუდამ თან აქვთ.
ხან დასდევენ, ხან კენწლავენ,
ან ურტყამენ კარში,
ერთი მერეს ეძახის
პასი მომე, პასი!

21 ოქტომბერი, 2014 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნინო მზესელის სხვა ლექსები:

წუწუნა
აწრუწუნდა წრუწუნა,
არის კაი წუწუნა,...
ინტერნეტი ტყეში
კომპიუტერს თუ არ სწყალობ
და არ იცი უცხო ენა,...
მუსიკოსები ტყიდან
__ მე დავიჭერ წინწილას,
თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ....
ბაჯბაჯა ბელი
ბაჯბაჯა ბელს რა უნდა?
ერთი დიდი სკა უნდა!...
დღეობა აქვს მაჩვს
დღეობა აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს...
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნინო მზესელის ლექსი „ორი დათვი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ორი დათვი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: გუჯაბიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სამეცნიერო მეთოდის გამოყენება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს სამეცნიერო მეთოდის მნიშვნელობა და მისი გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ფრინველებზე

აკაკი წერეთელი
ინტერნაციონალი

აკაკი წერეთელი

აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!...
მანანა ტონია
მოსწავლე წიწილები

მანანა ტონია

ერთხელ მამალსაც მოუნდა,
რომ გახდეს მასწავლებელი,...
აკაკი წერეთელი
მგელი და კრავი

აკაკი წერეთელი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ფრინველებზე

ელიზბარ გაბუნია
ბაღში

ელიზბარ გაბუნია

ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
და გალობენ შაშვები,...
მანანა კაკაჩია
ფისოს შურისძიება

მანანა კაკაჩია

თაგუნიამ გადაწყვიტა
წვეულება გაემართა,...
გალაკტიონ ტაბიძე
შავი ყორანი

გალაკტიონ ტაბიძე

გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;...
ნანა გასვიანი
კურდღლები

ნანა გასვიანი

-ალო! ალო! როგორა ხარ
ჩემო ძმაო, ნაცარავ?...
მანანა ქურდაძე
ყოყლოჩინა ბატუკა

მანანა ქურდაძე

ტყაპა–ტყუპით გაიარა,
მთელი ეზო ბატუკამ,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ფრინველებზე

აკაკი წერეთელი
მუშური

აკაკი წერეთელი

სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,
ერთხმად დავსძახოთ მუშური;...
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
ვაჟა–ფშაველა
ილიას საღამო

ვაჟა–ფშაველა

ფშავის ხევიდან ვესტუმრე
დღეს იმერეთის მხარესა....
ვასილ გულეური
მელაკუდას მაღაზია

ვასილ გულეური

უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026