kids.ge logo

დღეობა აქვს მაჩვს

ფავორიტებში დამატება

დღე−ო−ბა აქვს მაჩვს,
ვერ ას−ვე−ნებს თათს
- უ−სა−ჩუქ−როდ არ მოხ−ვი−დე!
უ−მე−სი−ჯებს თახვს.

- ტორს ტორ−ტი გა−მო−ა−ყო−ლე,
ნუ შე−ირ−ცხვენ თავს,-
აი,უკვე მე−რამ−დე−ნედ
შე−ახ−სე−ნა დათვს.

- ბუშ−ტე−ბი კარ−გად გა−ბე−რე,
ნუ და−ზო−გავ თავს.
პი−ტარ−დე−ბიც შენ−ზე ი−ყოს-
გა−დას−ძა−ხა წავს.

ჯერ ხე−საც არ გა−მო−უს−ხამს,
მაგ−რამ ი−თხოვს წაბლს.
- თათს ბლო−მად გა−მო−ა−ყო−ლე,-
და−უ−ბა−რა ზღარბს.

სოროს დაგვა,წმენდა,რეცხვა
და−ე−ვა−ლა თაგვს,
ჯამ-ჭურჭელის მო−ტა−ნა კი
და−ე−კის−რა ცხვარს.

ტახმა ტახ−ტი მო−ი−ტა−ნა
სტუ−მარს ი−ტევს ათს.
ვი−საც სკამ−ზე ვერ და−ა−ტევს,
მაჩ−ვი დას−ხამს აქ!

მაგიდა და ჯირ−კი მო−აქვს
ტყის ბო−ლო−დან თხას,
წე−ლი სწყდება,ემძიმება,
მაგ−რამ სხვა გზა აქვს?!

დოლ-გარმონი,გუდასტვირი
ზურ−გით მო−აქვს ციყვს.
საქ−მე ყვე−ლას ჩეჩქ−ვა−და აქვს
და−ეხ−მა−როს ვინ?

ბულბული და შაშ−ვიც მო−დის,
მო−აქვთ ტკბი−ლი ხმა.
- ძალ−ზედ მჩა−ტედ მო−სულ−ხარ−თო,-
მაჩ−ვი ჭმუხ−ნის წარბს.

ფუტკარი ცვილს ე−ზი−დე−ბა,
მგე−ლი არ−თავს ძაფს,
ტორ−ტი უსანთლოდ,რომ დახვ−დეს
რა გა−ასწ−რებს მაჩვს?

მოკლედ, ტყე−ში დი−დი დღე−ა,
დღე−ო−ბა აქვს მაჩვს,
ჰო−და, ი−სიც მხი−ა−რუ−ლობს,
ცეკვავს,ხტის და ჭამს,
სტუმ−რებს ზე−დაც არ უ−ყუ−რებს,
მარ−ტო იქ−ცევს თავს.
გე−კი−თხე−ბით ა−მის−თა−ნას
ზრდი−ლო−ბა თუ აქვს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეც გამიშვით სკოლაშითვლაც ვიცი და ანგარიშიც არასდროს არ მეშლება, ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით ხელი არ შემეშლება. დილით ადრე წამოდგ...მელიების ქორწილიერთხელ მელამ ქორწილში, მტვერში, ქარში, ორპირში, ხმელი ხის და კლდის ძირში მაყარს უხმო კისკისით. თანაც სუფრ...მუსიკოსები ტყიდან__ მე დავიჭერ წინწილას, თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ. დოლი ერგოს დათვს, უბუთქუნებს თათს. მგელი ჩონგურს ჩამო...ინტერნეტი ტყეშიკომპიუტერს თუ არ სწყალობ და არ იცი უცხო ენა, __დროს და მოდას ჩამორჩიო__ ასე ამბობს ტყეში ყველა. საიტიდან ...ორი დათვიერთხელ ორი დათუნია, დილით ადრე ადგა, მინდორში გაბაჯბაჯება გადაწყვიტეს რახან. სულ დუდუნით გაუყვნენ გზას, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026