kids.ge logo

ლოცვა

ფავორიტებში დამატება

ქართველი კაცის ჭურ-მარანო,
ჩემი საქართველოს ბაღ-ვენახო.
მუდამ სალხინობლად დაწურული,
მუდამ მსხმორე დამენახო.

მუდამ ღიღინებდეს გუთნისდედა,
როცა გაზაფხულზე გაჰყავს ხნული.
დაფასებელი არ მენახოს
გლეხის დაკოჟრილი ხელის გული.

სოფლად არ მენახოს ნასახლარი,
აყვავებული რომ იყო ოდეს....
ბავშვის სიცილი და ჟრიმული
სუყველა სახლიდან მოისმოდეს.

კაცი არ მენახოს ხელ გაწვდილი,
დამცირებული და დარცხვენილი.
დედა არ მენახოს შასანი,
ბედნის ანაბარა დარჩენილი.

ოჯახი სიყვარულით შექმნილიყოს,
ფუძე დაჰყოლოდეს მადლინი.
დედოდ დარჩენილი პატარების
თვალები არ მენახოს დარდიანი.

ჩემი ეკლესისს ქონგურები
რასდროს მენახოს ჩამოშლილი.
სამშობლოს საზღვრები არ მენახოს
გაპარტახებული და მოშლილი.

გულში იმედები ჩავისახოთ.
მრავალი ტკივილი გადავლახეთ.
ღმერთო დაჩოქილი გევედრები
სეთი სამშობლო დამანახე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...ვიტამინებითუ გსურს იყო ჯანმრთელი და არ გახდე სნეული, ბევრი უნდა მიირთვა ხილი და ბოსტნეული. ბროკოლი და სტაფილო, ვაშლ...ჩიორაგაყინულ ფანჯარას მოადგა პატარა ჩიორა. სციოდა საბრალოს, სციოდა თავის ბედს ჩიოდა. შიოდა პატარას, არ ჰქონდა ...პატარა ბიჭის ნატვრასამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი ...საახალწლოახალი წლის მობრძანებას მოგილოცავთ წრფელი გულით. სავსე იყოს იმედებით, სიკეთით და სიხარულით. ქრისტე ღმერთი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026