kids.ge logo

თებრონე

ფავორიტებში დამატება

მე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე,
შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი,
მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს;
შენ რომ ეშმაკურ მომაპყრო თვალი.
მე რომ შენ მზერა შეგავლო ხარბი,
შენ რომ ღიმილით შეჰყარო წარბი
მე რომ ჩურჩულით რაღაცა გითხრა,
შენ რომ ჩურჩულით მომიგო: - ვიცი...
მე რომ მდუღარი ამომცდეს სიტყვა,
შენ რომ გულწრფელი ისმინო ფიცი,
მე რომ მეთევზის გავშალო ბადე,
შენ რომ ყასიდად გასხლტომა სცადო...
მე რომ ნაკვერჩხლის შეგახო ბაგე,
შენ რომ შემიკრა ნამდვილი ჯადო...
მე რომ მაგ მკერდზე შეგიხსნა ღილი,
შენ რომ ვითომდა გამიწყრე: - კმარა...
მე რომ გავბრუვდე სამოთხის ხილვით,
შენ რომ ბაგეზე დაგადნეს - არა...
მე რომ მომენდოს სხმარტალა წელი,
შენ რომ მზების იხილო როკვა,
მე რომ კისერზე მოგხვიო ხელი...
მაგ მხრიდან უნდა
ჩამოდგა კოკა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...საჩუქარიეს გაზაფხულიც მოვიდა და შემოგვცინა მარტმა, მეცა მყავს დედა ლამაზი, მეცა მაქვს ერთი ნატვრა... რვა მარტს სა...მაცხოვარიუნდა ვირწმუნოთ - ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე, ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, - კრულვა სატანის. ურცხვად მოძვრე...მზის ჩასვლის მერეგომბორს იქით ჩავიდა მზე, ბრიალებდა ყვარელი, რაღაც უცხო სხივით სავსე, თვალის გასახარელი. მზე ჩასულიც - ათა...შემოდგომაამ ვენახებს გახედეთ, დამწიფებულ ყურძნებს, ახლა ვინც ქალაქშია, გული როგორ უძლებს. თქვენ გეძახით ქალაქელ გო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026