kids.ge logo

ნუ მოჭრი - დარგე!

ფავორიტებში დამატება

დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის
ტყეში მიდის გიგო,
დიდი ნაძვი უნდა მოჭრას 
სახლში წამოღოს.
ხელოვნური ნაძვი კი აქვს
და ჩამოჰგავს ნამდვილს,
მაგრამ რაღაც აღარ მოსწონს
მორთვა უნდა ახლის.
მიდის ტყეში და თან არჩევს
რომელი სჯობს ყველას,
ნაძვის ბედი არ ადარდებს,
კევის ბუშტებს ბერავს...
გადაუდგნენ წინ ზღარბები:
-აბა ეგრე სად არი,
არ გრცხვენია ამ ნაძვს რომ ჭრი,
ხუთი წლისაც არ არი!
გირჩებს ესვრის ციყვი, ყვავი...
გაწიწმატდა ფიჭვის ჭია:
-აღარ მოჭრა გიგო, ნაძვი, 
მორთე როგორც შეგიძლია.
და გიგომაც აღარ მოჭრა
დაფიქრდა და მიხვდა როცა,
ის ტყეს უფრო სჭირდებოდა
და ნაძვს შობა მილოცა...
ჩახუტა, უთხრა: კარგო,
ამ სიცივეს როგორ იტან?
გაზარდე, მე ახალ წელს
იმ ხელოვნურს გამოვიტან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...სახლობანამე და ბებოს გვიყვარს ერთად სახლობანას თამაში, კუბიკებით კედლებს ვაწყობთ, რაა ცუდი ამაში. დედა სულ არ გვეხ...ქუდი ქარშინოემბრის ქარბუქს მიჰქონდა ქუდი, მისდევდა გოგო, ცელქი და ურჩი. - შეიკარიო! - სთხოვა დედიდამ. - ქარი იქროლე...საახალწლო საჩუქარიგადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს. - გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! - ეუბნებ...გიოს უნდა რაინდობაერთი, ორი, სამი... მომაწოდეთ სკამი. მომახურეთ გრძელი, ჭრელი მოსასხამი. ოთხი, ხუთი, ექვსი, მათქმევინეთ ლექ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026