kids.ge logo

ბაქიბუქა ბაჭია

ფავორიტებში დამატება

ბა−ჭი−ა გმი−რულ ამ−ბე−ბით
მე−გობ−რებს მუ−დამ ა−ო−ცებს,
ფეხ−ზე დამდ−გა−რი ჰყვე−ბა და
თან მათ სა−ხე−ებს ა−მოწ−მებს.

"- ა−ბა მტრებს თქვენ−თან რა უნ−დათ, 
რო−ცა მე გყა−ვართ მცვე−ლა−დო,
ვინც გა−გაბ−რა−ზებთ, მი−თხა−რით,
სულ ყვე−ლას გადავთელავო."

თურმე მე−ლი−ა უს−მენ−და,
მი−მა−ლუ−ლი−ყო ბუჩ−ქებ−თან,
თან დამ−ცი−ნა−ვი ღი−მი−ლი
უ−თა−მა−შებ−და ტუ−ჩებ−თან.

“- ვნა−ხოთ, რა ბი−ჭიც ბრძან−დე−ბი,
ბა−ქი−ბუ−ქავ და პა−წი−ავ!”
- უ−თხრა და წასწვ−და ყუ−რებ−ში 
ა−ცახ−ცა−ხე−ბულ ბა−ჭი−ას.

გაშრა, გა−შეშ−და კურ−დღე−ლი,
სა−ხე−ზე ფე−რი ეც−ვა−ლა,
და ამ დროს ტრა−ბახისათვის
ნამდ−ვი−ლად ა−ღარ ეცალა.

შეშინებული კურ−დღლე−ბი
მის−გან ე−ლოდ−ნენ გმი−რო−ბას,
მაგ−რამ მა−ლე−ვე შე−ა−ტყვეს, 
რომ არც ახ−სოვ−და პირობა.

მაშინვე სწრა−ფად მო−კურ−ცხლეს,
“- თა−ვად ვუშ−ვე−ლით თა−ვებ−სო”,
და მოთ−მი−ნე−ბის ფი−ა−ლა
უკ−ვე მე−ლა−საც ა−ევ−სო!

“- ბე−დი გქო−ნი−ა ბა−ჭი−ა,
ახ−ლა რომ არ ვარ მში−ე−რი,
ვერც შენს მე−გობ−რებს და−ვი−ჭერ,
გახ−ლავარ უკ−ვე ხნიერი.

გაგიშვებ, თუმ−ცა ღირ−სი ხარ
ჩა−ვიტკ−ბა−რუ−ნო პი−რი−ო,
და−ი−მახ−სოვ−რე: ტრა−ბახით
ვე−რა−ვინ ხდე−ბა გმირიო”.

ბა−ჭი−ას თა−თი გა−უშ−ვა,
ჩა−ი−ხი−თხი−თა მე−ლი−ამ,
მას შემ−დეგ კურ−დღლის ტრა−ბახი
ტყე−ში ა−რა−ვის სმე−ნი−ა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაღში მივდივარაი, ბაღში მივდივარ, გავამზადე ჩანთები, მასწავლებელს გავიცნობ, ყვავილებით დავხვდები. სხვა ბავშვებთან შეხვე...მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...შეჯიბრება ჭამაშიმე და გაბი შეგვაჯიბრეს წიწიბურას ჭამაში, თუმცა სულ არ მოგვეწონა ეს ახალი თამაში წიწიბურა რომ არ მიყვარს დ...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...შემოდგომაწლის რომელი დრო მოდის ოქროსფერი ფოთლებით, მწიფე ყურძნის მტევნებით, კომშითა და გოგრებით? წლის რომელი დრო მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026