kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება

წუხელ ძილში მესტუმრნენ
ზოპარკიდან სტუმრები,
ბუქნაკოჭა გამართეს _
ვერ ვძღებოდი ყურებით.

ყირას იდგა მელია,
ხუნტრუცობდნენ ტურები,
ვიხალისეთ დილამდე _ ოჰ, ჰო, ჰო, ჰოო,
გავიხარეთ გულები!

ვისურვე რომ დილითაც
კვლავ მწვეოდნენ სტუმრები.
გავახილე თვალი და _
ბალიშიდან მიმზერდნენ ჩამოყრილი ყურები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზეკაკ, კუკ, კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ისმის სისხამ დილით. მზე ფანჯრებში იჭვრიტება, _ არ უხდება კარგ ბიჭებსო შუ...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსივლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვარსკ...მარტი – აპრილსმარტმა აპრილს შეუთვალა: მასესხეო სამი დღე, თებერვალის თოვლს და ჭყაპანს მივალიე მთელი თვე. არ იკითხავთ, პა...წუწკი წრუწუნავერ მოიშალა წუწკობა ერთმა პატარა წრუწუნამ, დედის მოტანილ კაკლეულს ნეტავ, გემო რად უწუნა? დაჰკრა ფეხი და ე...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026