kids.ge logo

ლეგენდა ჭადრაკზე

ფავორიტებში დამატება

ცით? ერთხელ, ერთმა მეფემ, ინდოთის მბრძანებელმა,
თვის ქვეშერმდომთ, ვაზირების პირით ამცნო მისი ნება.
„მოგონებს ვინც კი თამაშს, აი, ისეთს , რომ არ ვიცი,
რასაცა მთხოვს, შევუსრულებ, მომიცია ამის ფიცი.
ღონდ ისეთს,უცილობლად, უნდა მყავდეს პარტნირი,
ეს თამაში არ მოგვწყინდეს, თუნდაც ვიყოთ მხოლოდ ორნი.“
ვინ და ვინ არ ჩაფიქრა მეფის სიტყვამ, დაპირებამ,
თამაშებს კი იგონებენ, მაგრამ მეფემ არ ინება
რომელიმე ითამაშოს, ამბობს: - უცებ მომწყინდება,
უფრო კარგი მოგონეთ, მე დამირთავს ამის ნება.
დრო გადის და თურმე ვერვინ ვერ იგონებს ასეთ თამაშს,
ერთ დღეს მეფემ ყური მოჰკრა ალაყაფთან რაღაც კამათს.
ხედავს ყარიბს ხელთ უჭირავს უცნარი რაღაც ყუთი
და მეფესთან შესვლას ითხოვს, თუნდაც ხუთიდე წუთი.
მეფემ ბრძანა: შემოუშვით, ეს რა მოაქვს, ვნახო უნდა,
იქნებ შეძლოს, რომ გამართოს ათიდე წუთით თუნდაც.
ყარიბსა და მეფეს თურმე, თვით ის დღეც კი აღარ ეყოთ,
მეფე თამაშმა მოხიბლა და კინაღამ ყარიბს ეყმო.
თურმე ღამით შეისწავლა ის თამაში, ძლიერ უცხო,
„დრო დადგაო დანაპირის“ და მეფემან ვაზირთ უხმო.
„რასაც ითხოვს - მიცითო, თან დაურთეთ ოქრო ქისით,
მე კი უნდა დავიძინო, დავიღალე უკვე მისით.“
გაიღვიძა, მოკითხა -„კმაყოფილი გაუშვითო?“
პასუხეს: „ჯერ აქ არის, რაც მოგვთხოვა, მას ვითვლითო“
მეფეს ძლიერ გაუკვირდა: „ ისეთი რა მოთხოვა?“,
„ხორბლის მარცვალს ითხოვს ისე, იზრდებოდეს ორჯერ გროვა
დაფის ყოველ უჯრაში და დასათვლელად არის ძნელი“,
გაცინა მეფეს „-პასუხს, საღამოსკენ უკვე ველი“.
აქ თქმულება ამბობს ასე, რომ ითვლიდნენ ხორბალს დიდხანს
და მიღეს იმდენი, რომ ძნელი გახლავს აქაც გითხრა.
ის კი ვიცი, ის ხორბალი ინდოეთში ვერ იშოვეს,
დედამიწა მორეს და იქაც კი ვერ იპოვეს.
ჰო და მეფემ ტახტი დათმო, თამაშს კი ვერ შელია...
და მის მერე ჭადრაკს სწავლობს მოხუცი თუ ჯელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი მწვრთნელებიდელფინების ანტრაქციონს აღტაცებით უმზერს მარი, ამ ჭკვიანი ცხოველების შოუ, საოცარი არი. როგორ მწყობრად დაცუ...თხამ აჯობათაკო,იცი? ჩვენმა თხამ თეთრმა, წვერებცანცარამ, დღეს თიკანი მოიგო– ბებომ ასე მახარა. გავიქეცი იმ წამსვე, რო...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...თოვლის ბაბუა-კარზე ვიღაც აკაკუნებს, აბა, ნახე ცირა. ცოდვა არის იქ რომ დარჩეს, გარეთ ძლიერ ცივა. კარებს ფართოდ გავუღებ...დარჩნენ ხახამშრალებიფისოს ჰყავდა სამი კნუტი: ფუსო, ფოსო, ფასუნა და სამივე იყო ცელქი, ღუნღულა და გლასუნა. ერთხელ თაგვი გასაწრთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026