kids.ge logo

რეზიკო და სანდრიკო

ფავორიტებში დამატება

რეზიკო და სანდრიკო
ტყუპი ძმები არიან,
სათამაშოდ ეზოში
ერთად მიხარიათ.

ერთნარად იცვამენ,
ერთნარად დადიან’
ვერაფრით ვერ გაარჩევ,
თუ ვინ უფრო მარდია.

ძალზე მოუსვენრები,
ძალზე, ძალზე ცქვიტები,
ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს
გაწრიპული ბიჭები.

გაკვეთილზეც ცქმუტავენ,
წუთით ვერ ჩერდებიან,
მაგრამ გამოკითხვისას
სხაპასხუპით ყვებიან.

ერთად მტკიცედ არიან,
ვერაფერი აშინებთ,
ყველა კითხვას ერთ-ერთი
პასუხებს მაშინვე.

ჯერ ნორჩები არიან,
თამაშობით გართული,
უკვე უყვართ სამშობლო,
ჩვენი ენა ქართული.

ნამდვილ მამულიშვილთა
შემართება ექნებათ,
ლომის ორი ბოკვერი
საქართველოს ეზრდება.

ხვალინდელ დღის იმედად
და მომავლის საყრდენად,
წარმატება ვუსურვოთ
და სურვილთა ახდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...ქართველი ხარ?ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული. ფრანგულიც და ე...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...დარჩნენ ხახამშრალებიფისოს ჰყავდა სამი კნუტი: ფუსო, ფოსო, ფასუნა და სამივე იყო ცელქი, ღუნღულა და გლასუნა. ერთხელ თაგვი გასაწრთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026