kids.ge logo

იყო და არა იყო რა

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა, -
სე დაწყო ზღაპარი,
ტყუილზე ბევრად ტყული,
მართალზე უფრო მართალი.
ზღაპარი ბებოს ბებიის
ბებიამ ჯიბით ატარა.
თავიდან თურმე ყოფილა
ხორბლის მარცვალზე პატარა.
ზედ მიკემსავს ბებიას
რაში, წყარო და ფოთოლი,
ვარსკვლავები და ჩიტები,
მზეთუნახავი, ობოლი.
მეფისწული და ფასკუნჯი,
ქორბუდა, მგელი, არწივი,
მშვილდ-ისრიანი დევ-გმირი
და კუდინი მაცილი.
კარო ციხე-კოშკები,
ქონგურინი ქალაქი,
ქოსატყულა, ვეზირი,
ცხრამთისიქითა ალაგი.
ჰოდა, გაბევრდა ზღაპარი,
ვეღარ იტევდა ჯიბე,
სუყველაფერი შესანსლა
სულარაფერის ჯიბრზე.
შეძვრა სკივრში და წიგნებში,
ავსო ქოხიც, სასახლეც,
ზოგმა წამლისთვის გაახმო,
ზოგმა გათალა სასახრედ.
მოდო მთა-ბარს, გზა-შარას,
პეტრეს, პავლეს და ივანეს.
ძებეს, მაგრამ დასაწყისს
მერე ვეღარსად მიაგნეს.
დასასრულს ნელა ახვევდნენ
ფთილად, კოჭად და გორგალად.
ვინ - ფარდაგს ქსოვდა,
ვინ - კაბას,
ვინ - ქვაბის ძირი მოკალა.
განი თხამ შემოჭამა,
სიგრძე - დევების ვირმა,
რაც დარჩა - ცხადმა შესნსლა,
რაც არა - შესვა ძილმა.
ბებოს ბებიის ბებიამ
ვეღარაფერი იღონა,
ჯიბეში ჩარჩა ნამცეცი -
ყო და არა იყო რა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026