kids.ge logo

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?

ფავორიტებში დამატება

- ერბო? - ასიოდ ქილა.
- კვერცხი? - ათასი ცალი.
-ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა
ტყეში ჭინკა და ალი.
ერბოკვერცხს უწვავს შვილებს
მელანო - დევის ქალი.
სურნელი გასცდა სამანს,
ცეცხლზე ლაპლაპებს რვალი,
შეწვას ვინ აცლის ან კი?!
ჟრიმული აქვთ დევებს,
-,,ლუკმას ნუ ელის ჩემგან,
ვინც არ დაბანს ხელებს!“-
თქვა მელანომ და მშვიდად
პურიც ჩააკრა თონეს,
ძმებმა დახედეს ზანტად
თავის ჭუჭყიან ტორებს.
დევები ჰქვიათ, მაგრამ
ურჩობას ვერვინ ბედავს,
ვინ შეუბრუნებს სიტყვას
ცხრა შვილის გამზრდელ დედას?!
ცხრავე მიასკდა არაგვს,
რას ეყოფოდათ ფშანი?
ქვით უხეხიათ დიდხანს
დევებს ტორები შავი.
ჰოდა, გამუქდა თურმე
ჭუჭყით ანკარა წყალი,
მას მერე მოდის ასე
ამღვრელი და შავი.
- ის ერბოკვერცხი ჭამეს?
- გამოუყვანეს წირვა.
- ეგ როდის მოხდა?
- როდის?
ალბათ დიდი ხნის წინათ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026