kids.ge logo

ჩემი დაიკო

ფავორიტებში დამატება

დედიკომ და მამიკომ
მომიყვანეს დაკო,
დავხედე და გავვოცდი,
მკლავის სიგრძეც არ იყო.
რაფერი არ იცის,
ჯერ არ ესმის ნათქვამიც,
ჭამა დაუგვინე
როცა შია, თუნდ წამიც.
პირს მოღებს, ტირის და
ყველას დაგვაწიკებს,
რძეს ყლუპ-ყლუპით მიირთმევს,
შიმშილს ამით იკებს.
შეჭამს, მერე იძინებს,
სულ არ უნდა თამაში,
ჭამა, ძილი მეც მიყვარს,
დამემსგავსა ამაში.
ღორმუცელა ვინმე,
დაკუნა ბარბარე,
რაც არ უნდა დანაყრდეს,
საჭმელს ითხოვს მალ-მალე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026