kids.ge logo

ჩემი დაიკო

ფავორიტებში დამატება

დე−დი−კომ და მა−მი−კომ
მო−მიყ−ვა−ნეს და−ი−კო,
დავ−ხე−დე და გავ−ვოც−დი,
მკლა−ვის სიგრ−ძეც არ ი−ყო.
ა−რა−ფე−რი არ ი−ცის,
ჯერ არ ეს−მის ნათქ−ვა−მიც,
ჭა−მა და−უგ−ვი−ა−ნე
რო−ცა ში−ა, თუნდ წა−მიც.
პირს მო−ა−ღებს, ტი−რის და
ყვე−ლას დაგ−ვა−წი−ო−კებს,
რძეს ყლუპ-ყლუპით მი−ირთ−მევს,
შიმ−შილს ა−მით ი−ო−კებს.
შე−ჭამს, მე−რე ი−ძი−ნებს,
სულ არ უნ−და თა−მა−ში,
ჭა−მა, ძი−ლი მეც მიყ−ვარს,
და−მემს−გავ−სა ა−მა−ში.
ღორ−მუ−ცე−ლა ვინ−მე,
და−ი−კუ−ნა ბარ−ბა−რე,
რაც არ უნ−და და−ნაყრ−დეს,
საჭ−მელს ი−თხოვს მალ-მალე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026