kids.ge logo

მათე მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

მამალმა თქვა: - გათენდა,
გააღვიძეთ მათე და
ჩალაგეთ ჩანთაო,
ზარმაცი არ ჩანდაო!
-ფანქრები და კალამიც,-
მათეს ჩვენი სალამი!-
სიტყვა უთქვამთ მაჩვებსო, -
საშლელიც არ დარჩესო.
-მოდის მეცხრე სათი,
გეყოთ ეგ მასლათი -
იხვმა, -ვის გაქვთ ნიჭიო,
გამოწყოთ ბიჭიო?
შველმა სახელდახელოდ,
გაუსწორა სახელო
და პერანგი ბეჭზეო-
მოგისწარით ბეწვზეო.
მელამ:- მოვალ ბოლოსო,
ვერ დავტოვებ სოროსო,
შაშვმა: -ჩემი ნოტები
გადამეროსო.
-წიგნები შინ დაგვრჩაო,
ვაი, ჩვენ თავს! - ყანჩამო.
ბუმ მიგო:- გჩვევი
ყველგან შფოთი დათესო,
ცინცხალ წიგნებს სკოლაში
მიართმევენ მათესო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...ულტიმატუმიდაისწავლა ცხრა ლექსი სკოლისათვის ალექსიმ. უყვარს ქადა-ნაზუქი, ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი და ცხრა გამოცანიდან ...ვარჯიში-ერთი, ორი... ლელი, მომე შენი ხელი. სამი, ოთხი, ხუთი, მომიგორე ბურთი. -აქეთ მოდი, მაშო, ლახტი ვითამაშოთ. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026