kids.ge logo

ულტიმატუმი

ფავორიტებში დამატება

დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ.
უყვარს ქადა-ნაზუქი,
ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი
და ცხრა გამოცანიდან
ცხრაზევე აქვს პასუხი.
დაურგეს ცხრა მოცხარი,
მოუყვანეს ცხრა ცხვარი,
იქვე ჩრდილში ცხრა სოჭის
დაღრუტუნებს ცხრა გოჭი.
გახდა გაცინარი,
ცხრა ისურვა ციცარი,
ცხრა ფიცი და ცხრა მტკიცი,
უნდა კიდევ ცხრა კვიცი.
ცხრა ნაყინში, ცხრა კევში
და ცხრა კოკაკოლაში
ცხრა კვიცს როგორ გადაცვლის?-
სულ არ წავა სკოლაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026