kids.ge logo

დათვების მარანში

ფავორიტებში დამატება

რთვე−ლი აქვთ დათ−ვებს ტყის პი−რას,
დაკ−რი−ფეს მაყვ−ლის თა−ლა−რი,
და−რე−ცხეს დი−დი ქვევ−რე−ბი,
და−ა−სუფ−თა−ვეს მა−რა−ნი.
ზო−გი შო−რი−დან დაბ−რუნ−და,
მოცვ−ზე წა−სუ−ლი ტყე−ში−ა,
და−ცა−ლეს დი−დი გოდ−რე−ბი -
შვე−ბით გას−წორდ−ნენ წელ−ში−ა.
შე−მოდგ−ნენ საწ−ნა−ხელ−ზე−და,
დას−ძა−ხეს ჰარი-ჰარალი,
დოვ−ლა−თი−თა და ხა−ლი−სით
ა−ივ−სო დათ−ვის მა−რა−ნი.
მაყვ−ლის და მოც−ვის ნა−ჟუ−რი
მო−დის საწ−ნახ−ლის ტუ−ჩი−დან,
ზო−გი ფე−ლა−მუშს ა−დუ−ღებს,
ზოგს სავ−სე კო−კა უ−ჭი−რავს.
დარ−ბი−ან ურ−ჩი ბე−ლე−ბი
კოვ−ზე−ბი−თა და ჯა−მი−თა,
დასკ−დო−მა−ზე აქვთ მუც−ლე−ბი
ცხე−ლი თა−თა−რას ჭა−მი−თა.
გა−ივ−სო დი−დი ქვევ−რე−ბი,
ახ−ლა სტუმ−რებ−საც ე−ლი−ან,
საწ−ნახ−ლის ახ−ლოს დასხდ−ნენ და
ა−სეთ სიმ−ღე−რას მღე−რი−ან:
„გვა−ლა−ღებს ტყე−თა ბა−რა−ქა,
ღვი−ნო გვექ−ნე−ბა უ−ლე−ვი,
ზამ−თარს სევხვ−დე−ბით ა−მა−ყად,
დალ−ხი−ნე−ბუ−ლი გუ−ლე−ბით.
ქე−იფს გავ−მარ−თავთ დათ−ვე−ბი,
ვი−ტყვით იმ მთი−სას ამ მთი−სას,
ღვი−ნოს დავ−ლევთ და დავთვ−რე−ბით,
ძილს მი−ვე−ცე−მით ზამთრისას“...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026