kids.ge logo

გივი ჩიღვინაძე

გივი ჩიღვინაძე

ფავორიტებში დამატება

გივი ჩიღვინაძე დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში 1960 წლის 20 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობებსა და რედაქციებში, დღეს გამომცემლობა „საუნჯის“ რედაქტორია.

მისი ლექსები, მოთხრობები, საბავშვო ნაწარმოებები და ისტორიული გამოკვლევები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო, საბავშვო და საისტორიო ჟურნალ-გაზეთებში, შესულია სხვადასხვა კრებულებში, გამოდის ცალკე წიგნებად.

არის ლიტერატურულ კონკურს „პენ-მარათონის“ ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენის“ ოთხგზის ფინალისტი, რეზო ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ხუთგზის ფინალისტი,  გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ერთგულების“ სპეციალური პრიზის  მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილის“ გამარჯვებული, ლიტერატურულ კონკურს „თუთას“ ფინალისტი, ლიტერატურულ ფესტივალ „წმინდა ნინოს ჯვრის“ ორგზის გამარჯვებული, საბავშვო ლექსების კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული (პირველი ადგილი), იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. არის საჩხერის საპატიო მოქალაქე.

გამოცემული აქვს მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, საბავშვო წიგნები და ისტორიული გამოკვლევები.

გივი ჩიღვინაძის წიგნები

ანბანთქება
მთებისა და ტყეების ამბები
მზე შინა და მზე გარეთა
ზღაპრად ქცეული ამბები
თოვლიანი ტყის ამბები
„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ მკაფიო და თანმიმდევრული რუტინა

შექმენით ყოველდღიური გრაფიკი, რომელიც მოიცავს ყველა მნიშვნელოვან აქტივობას და დაიცავით ის ყოველდღე.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026