kids.ge logo

აპრილი

გაზაფხულის ჩანახატები

ფავორიტებში დამატება

აღლუმია სითეთრის,
გულო, რას მოესწარი,
თითქოს გზებზე გაჰფინეს
უთვალავი ზეწარი.
გულო, ამ მისნობისთვის
ნეტა გაგაძლებია!
ლუჩები, ტყემლები
თეთრი პატარძლებია.
ფეთქავს აის-დაისით,
ბლებით და ალუბლებით,
გულო, როგორ იქნები
ვინმესთან დაუბრებით?
რაც ლაჟვარდებს აკლია-
ინდოთით მოველით,
ცას მოარღვევს სითეთრის
შავი მახარობელი.
ნეტა, რაზე ჟღურტულებს,
რას გვიწბილებს ურჩიო?
რას და , აპრილს ქათქათას
რად უწოდეთ ლურჯიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026