kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

წვიმა, თოვლი, ავდარი...
ი, ესეც ზამთარი!
ყინვა დადის კარდაკარ,
სუსხი დააქვს ქარდაქარ,
მიწა თოვლმა დაჰბურა,
თუ ნაბდები დაჰხურა?
გაფერმკრთალდნენ დღები,
გაითოშნენ ხები,
სითბო მოგუნება
მოწყენილმა ბუნებამ.
ნეტავ თავს სად აფარებს?
მზე რატომ არ ანათებს?
ჩამალულა ღრუბლებში,-
ცის ფუმფულა უბეში...
განა მზისა ნათელი,-
ცვივა თოვლის ფანტელი,
სუსხი, თოვლი, ავდარი...
სეთია ზამთარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...დაფრინავენ ჩიტუნებიროცა ვუყურებ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ლამაზად მოხატულს, ხავერდივით რომ ბიბინებს, გულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026