kids.ge logo

ოცდახუთსა დეკემბერსა

ფავორიტებში დამატება

„ოც−და−ხუთ−სა დე−კემ−ბერ−სა
ქრის−ტე იშ−ვა ბეთ−ლემ−სა−ო!“
ბა−რა−ქა და ოქ−როს ხვა−ვი
თქვენს მარ−ნებს და ბეღ−ლებ−სა−ო!

ან−გე−ლო−ზე−ბი გა−ლო−ბენ:
-უ−ფალს ჩვენ−სას დი−დე−ბა−ო!
ცის კა−რე−ბი გა−მო−ა−ღო,
ჩვენ−თან მოსვ−ლა ი−ნე−ბა−ო!

ვარსკვ−ლა−ვე−ბი ელ−ვა−რე−ბენ:
-კურ−თხე−უ−ლი ჟა−მი−ა−ო,
ცის საყ−ვი−რი ა−გუ−გუნ−და:
-სას−წა−ულ−თა წა−მი−ა−ო!

მთვა−რემ მუხ−ლი მო−ი−ყა−რა,-
-ზე−ცი−უ−რი ჩვი−ლი−ა−ო!
ცამ ძი−ლი არ გა−ი−კა−რა:
-უფ−ლის ნახ−ვა ტკბი−ლი−ა−ო!

ღა−მე გა−ო−ცე−ბუ−ლი−ა:
-მე ვარ ა−სე ნა−თე−ლი−ო?
ქა−რი ამბობს:-მიაგებეთ
უ−ფალს თაფ−ლის სან−თე−ლი−ო!

ქრის−ტეშობა კი გვი−ღი−მის:
-უფ−ლისა მაქვს სა−ხე−ლი−ო!
რას მიქ−ვი−ა მწუ−ხა−რე−ბა!
რას მიქ−ვი−ა ნაღ−ვე−ლი−ო!

კურ−თხე−ულ არს ღმერ−თი ჩვე−ნი!
სუ−ფე−ვა და დი−დე−ბა−ო!
ქრის−ტეშობის ოც−და−ხუთ−სა
ჩვენ−თან მოსვ−ლა ი−ნე−ბა−ო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026