kids.ge logo

ეს რა ლამაზი გზებია!

ფავორიტებში დამატება

შორს ლილისფერი მთებია,
ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან,
ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან,
ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან.
მათი ფაფუკი ფთილები
თითქოსდა სოფლის ფრთებია,
ი, იმ სოფელში ცხოვრობს
შენი ბაბუ და ბებია.
რა მხირულად ჭიკჭიკებ!
როგორ გიბრწყინავს თვალები!
მანქანაც ტკბილად ღუღუნებს,-
სოფლისკენ მიემგზავრები!
ეს რა ლამაზი გზებია!
ზღაპრებში ნამგზავრებია?
ზაფხულო, ეს ველ-მინდვრები
შენ გაგილამაზებია!
ირგვლივ რომ ყვავილებია,
მზისგულზე იფურჩქნებიან,
ეს გორაკები, ბორცვები
თითქოს თაიგულებია!
გზა იკეცება მალიმალ,
ცის, რომ სადღაც მთებია,
ზედ რომ ღრუბლები სხდებიან,
და შენ რომ გელოდებიან.
მთის ძირთან ტყეა გაშლილი,
ტყიდან რუ ჩქარობს ცქრილა,
მთიდან ჩამორბის მდინარეც,
ხმატკბილი, ენაწკრილა...
ზაფხულის ნაქარგ მინდვრებზე,
მზის ჩიტუნები სხდებიან,
ფრთებს რომ გიქნევენ მაღლიდან,
ეს ნაცნობი ღრუბლებია!
ყველანი გეგებებიან!
მთებიც კი ფეხზე დგებიან!
ყველანი გესალმებიან
და შენი ცქერით ტკბებიან.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

შენ ჩემი მეგობარი ხარ!
თაგუნამ უთხრა თაგუნას:
-მეგობარი ხარ, იცოდე!...
შოშია გალობს
შრიალა შინდის შტოზე
შოშია ზის და გალობს,...
თოვლი მოგვაქვს პეშვებით
სკუპი-სკუპი სკუპებით,
ღრუბლებიდან ვეშვებით!...
დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!
-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო,
სად ხართ? ახლა რას შვრებით?...
სუროს შაშვი შეფენია
აჭახჭახდა შავი შაშვი,-
რა ახარებთ ასე ჩიტებს?...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ეს რა ლამაზი გზებია!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ეს რა ლამაზი გზებია!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოხატეთ სიყვარული და მხარდაჭერა

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ მათ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები წესების დაცვაზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები წესების დაცვაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები წესების დაცვაზე

მაყვალა მრევლიშვილი
დილა მშვიდობისა

მაყვალა მრევლიშვილი

-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ,
ვის უგალობ, ვისა?...
შიო მღვიმელი
რთველი

შიო მღვიმელი

ადე, პირი დაიბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!...
ნათია ჯანაშია
კოკლოზინა

ნათია ჯანაშია

აღარმინდა ამდენი
სტაფილო და ჭარხალი,...
ლუარა ჭანტურია
ქარი

ლუარა ჭანტურია

ქარმა დაგლიჯა იის ფოთლები,
მიწამ შეიგრძნო მისი ტკივილი...
ლუარა ჭანტურია
მთა და ღრუბელი

ლუარა ჭანტურია

ღრუბლით გადაფარულა
ამაყი მთა ცამდე;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026