kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,
ჩქარა, გარეთ გამოდით,
ნინიკო და პაპუნა!
გესმით? ფანჯრის მინაზე
წვიმამ მოგიკაკუნათ.
წვიმინი დილაა,
წვიმინი საღამო,
თავს ვევლები ყვავილებს
და ვღიღინებ სამოდ:
წყუროდათ, ლამაზებო?
ჰოდა, წვიმა გამოთ!
მაცოცხლებელ წვეთებით
მიწას დავეწვეთები,
ბალახს ავაბიბინებ,
ფოთლებს ავაღიღინებ,
არც ღამე დავიძინებ,
სულ სიმღერით ვიწვიმებ!
წვიმამ ბაღში ყვავილებს
პირი დაბანინა,
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
წვიმა მოდის შხაპუნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026