kids.ge logo

ჩემი სკოლა, ჩემი კლასი

ფავორიტებში დამატება

ი, ჩემი სკოლა!
ი, ჩემი კლასი!
თითქოს აციმციმდა
მზის სხივთა ალმასი.
თითქოს ოჯახია,
და-ძმები ვართ თითქოს,
ძმობას, მეგობრობას,
სხვას არაფერს ვითხოვთ.
დერეფნიდან უკვე
მესმის მათი ხმები:
ჩემი კლასელები!
ჩემი მეგობრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი სკოლა, ჩემი კლასი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026