kids.ge logo

ნინო და პიანინო

ფავორიტებში დამატება

მოტანეს პინინო
ცუგრუმელა გოგო ნინოს,
აგრიალდა პინინო,
ამღერა ცელქი ნინო.

კისკისდნენ კლავიშები:
-დელი-დელა! დელი-დელა!
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო!
მოგვისმინეთ ყველამ, ყველამ!

ვებერთელა პინინო,
ერთი ციცქნა გოგო ნინო,
თითებს როგორ ათამაშებს!
რა სიმღერებს არაკრაკებს!

ყოჩაღ, ჩვენო კარგო ნინო!
მშვიდობაში პინინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026