kids.ge logo

Ძაღლი და სანდრო

ფავორიტებში დამატება

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა,
ვინ ხარ, ანდა რა ჯიშის.
წამო ჩემთან ვიმეგობროთ,
და დავიწყოთ ვარჯიში.

დედაჩემი კეთილია.
ყველას უხვად აპურებს.
დაბადების დღეზე, ვიცი,
დაგიცხობს ხაჭაპურებს.

დილით ერთად გავიღვიძებთ,
Მარტო არ ვიქნები ღამით,
ხანდახან თუ ბევრს იყეფებ,
Განა რა შავდება ამით.

დედამ მითხრა, მეგობარი
უნდა იყოს სულ სანდო.
სახლისაკენ ძაღლთან ერთად,
მიბიჯებს დღეს სანდრო

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუბაბუმ ბაღში ხე რომ დარგო, იმ ხემ შვილიშვილებს არგო. თქვა: როცა აღარ ვიქნები, დაიხსომე ჩემო კარგო, ცუდი სა...ჯომარდობაგაზაფხული რომ დადგება, წყლის დონე რომ აიწევს, მათე ბიჭი ნავს გაბერავს, საჯომარდოდ გაიწევს. არაგვზე რომ მა...Საქართველობაბუა და ბებია, ეს რამხელა მთებია?! გაოცებით ვუყურებ, მწვერვალს თოვლიც სდებია. ეს ამდენი ჩუხჩუხა მდინარეც...წრუწუნაამ პატარა წრუწუნამ, როგორ დაიწუწუნა, თავის თხილი არ ეყო და ჩემიც წააცუნცულა. არასდროს რომ არ მიჯერებ, მომ...წელიწადის დროებიგაზაფხულმა გაგვახარა მიყვარს მისი აისი, მარტი რომ დასრულდება აპრილის მოსდევს მაისი. ზაფხულსაც, ხომ სამი თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026