kids.ge logo

ვასოს დაბადების დღე

ფავორიტებში დამატება

ერ−თხელ კო−ლა ნე−ბივ−რობ−და,
ნი−გოზს მი−ირთ−მევ−და ჭყინ−ტად,
უ−ცებ თით−ქოს კე−ტი დაჰკ−რეს,
ო−რი თვა−ლი და−ა−ჭყი−ტა:
,,-უ−ი, რო−გორ და−მა−ვი−წყდა,
სად გა−მოვ−ყოფ ახ−ლა თავ−სო,
და−თუ−ნი−ას, დრუნ−ჩა- ვა−სოს,
დღეს ხომ ი−უ−ბი−ლე აქვსო!“
თქვა და საჩ−ქა−როდ წა−მოხ−ტა,
(ა−სე უნ−და რა−ინ−დო−ბა!)
დინ−გი კარ−გად და−ი−ბა−ნა,
ყუ−რე−ბი კი - და−ი−ტო−ვა!
მიღრუტუნ−და გარ−დე−რობ−თან,
ყვე−ლა უჯ−რა ა−ჯღა−რუ−ნა,
ქუ−დი ფეხ−ზე ა−მო−იც−ვა,
წინ−და თავ−ზე და−ი−ხუ−რა!
ე−ზო−ში ფრ−თხი−ლად გა−ვი−და,
შხე−ფებს ყრი−და ა−რაგ−ვი და
თოვლ−ზე ფე−ხი და−უ−ცურ−და,
ყი−რა−მა−ლა გა−და−ვი−და.
გაღ−მა მე−გობ−რებს გას−ძა−ხა:
-ა−ქეთ მო−დით, ტა−სო, ლო−ლა!
ჩქა−რა, სა−ნამ ბუ−ნა−გამ−დე
მი−სასვ−ლე−ლი და−ი−თოვ−ლა.
სა−ნამ ვა−სოს ლურ−ჯი ცი−გა,
ქარს და ნამ−ქერს მი−უ−ყი−ნავს,
სა−ჩუ−ქა−რი მო−ვუმ−ზა−დოთ
და ვეს−ტუმ−როთ ი−უ−ბი−ლარს!

ციყ−ვი ლო−ლა ფუ−ღუ−რო−დან,
ყურს უგ−დებ−და ცა−ლი ყუ−რით,
უფ−რო მე−ტად სა−ხა−ლი−სოს
ვე−ღა−რა−ფერს უ−ყუ−რებ−დით!
სა−ყუ−რე−ე−ბად ე−კი−და -
თხი−ლის ხმე−ლი კუნ−წუ−ლე−ბი.
თან მე−გობ−რებს გა−მოს−ძა−ხა:
,,არ გა−ვი−გო საყ−ვე−დუ−რი!
სუ−ლაც არ დამ−ვი−წყე−ბი−ა ,
უკ−ვე ვა−ცხობ ვაშ−ლის ღვე−ზელს...
ო−რი წუ−თი და−მა−ცა−დეთ,
ფრ−ჩხი−ლე−ბი ვერ შევიღებე!“
ჟღა−ლი კუ−დი ა−იპ−რი−ხა,
გა−და−იც−ვა კა−რა−კუ−ლი,
დე−დას ჩან−თი−დან მოჰ−პა−რა
ტუჩ−სა−ცხი და მა−ნი−კუ−რი.
ნე−კა თი−თი მწვა−ნე ჰქონ−და,
ცე−რა ჰქონ−და ღი−ა ლურ−ჯი!
...ა−სე ი−ყო...ი−სე ი−ყო...
ტყე−ში შო−ბა თენ−დე−ბო−და,
ფან−ტე−ლე−ბი ცვი−ო−და და
ყვე−ლა ტკბი−ლად ბერ−დე−ბო−და.

ბე−ლი ვა−სოს ბუ−ნა−გის−კენ
გა−ე−მართ−ნენ მე−გობ−რე−ბი,
გო−ჭი კო−ლა თოვლს კვა−ლავ−და,
საქ−მე ჰქონ−და ბევრ−ზე ბევ−რი,
თან გო−გო−ებს უყ−ვე−ბო−და
ჭა−ლის ამ−ბებს - სა−სა−ცი−ლოს.
ხელ−ში ჩა−მი−ჩი ე−ჭი−რა,
მხარ−ზე ედ−გა ტი−კით ღვი−ნო,
ზღარ−ბუ−ნი−ას ზურგ−ზე ე−წყო
გო−ზი−ნა−ყი სა−მი კი−ლო,
გზად ერთ წამ−საც არ კარ−გავ−და,
ჰან−გებს თხზავ−და სა−ღი−ღი−ნოს!
ლო−ლა ი−სე დაღლილი−ყო,
ა−ღარ ჰქონ−და თა−ვი სკუ−პის,
ქუ−დი თოვლ−ში მო−ეს−რო−ლა
ღვე−ზელს მი−ათ−რევ−და კუ−დით.
რო−გორც იქ−ნა მი−აღ−წი−ეს,
ვა−სოს ბუ−ნაგს ფე−ხაკ−რე−ფით,
,,ალ−ბათ, რო−გორ გვე−ლო−დე−ბა!
ალ−ბათ, რო−გორ ვენატრებით!“
მო−ამ−ზა−დეს ტკბი−ლე−უ−ლი,
ნუ−გე−ბი და ჩა−მი−ჩე−ბი,
მაგ−რამ ,ჰო−ი, სა−ოც−რე−ბავ,
არ−სა−ი−დან ჩა−მი−ჩუ−მი!
ერ−თი სუ−ლი ჰქონ−და ყვე−ლას,
რომ გე−მო−ზე ე−ნა−ვარ−დათ,
,,სად ხარ, ვა−სო, კარ−ში გა−მო,
ნა−ხე, გა−რეთ ვი−ნა ვართო!!...“
ბუ−ნაგს ირგვ−ლივ მო−უ−ა−რეს,
არ−ვინ გას−ცა ხმა შიგ−ნი−დან...
ყვე−ლამ მხრე−ბი ა−ი−ჩე−ჩა,
რა−ში ა−რის ნე−ტავ საქ−მე?!
იქ−ნებ და−ბა−დე−ბის დღე−ზე
სტუმ−რა−და−ა დრუნ−ჩა სად−მე?!
ბო−ლოს ვე−ღარ მო−ით−მი−ნეს,
არც ა−ცხე−ლეს, არც ა−ცი−ეს,
წნე−ლის ღო−ბე გა−დას−წი−ეს
და ბუ−ნაგ−ში შე−ი−ჭყი−ტეს:
,,ღმერ−თო ჩე−მო! ეს რა ხდება?!“
კო−ლა სიმწ−რის−გან ი−ცი−ნის,
დრუნ−ჩას თა−თი უ−დევს პირ−ში,
მშვი−დად სძი−ნავს ზამთ−რის ძი−ლით...

ა−ტყდა დი−დი ჟრი−ა−მუ−ლი,
ყი−ჟი−ნა და ტა−შის−ცე−მა,
კო−ლამ უ−თხრა- ტა−სოს, ლო−ლას:
,,სხვა−ნა−ი−რად არ იქ−ნება!
ვა−სო უნ−და გა−ვაღ−ვი−ძოთ,
მაგ−რად დას−ცხეთ დაფ−და−ფი−ო,
არ და−მი−წყოთ დათ−ვის წე−სი,
და დათ−ვე−ბის ა−და−თი−ო...
დღეს ა−ხა−ლი წე−ლი ა−რის,
ა−ხა−ლი წლის შაბათიო..“

და−ე−სივ−ნენ მე−გობ−რე−ბი,
უ−ჯი−კეს და ა−გო−რა−ვეს,
დრუნ−ჩა ი−სე ბურ−დღუ−ნებ−და,
ხმა გა−ვი−და იმ გო−რამ−დე...
გა−აღ−ვი−ძეს, მო−ილ−ხი−ნეს,
ი−ცი−ნეს და გა−ა−ცი−ნეს,
სი−ხა−რუ−ლი ჭერს სწვდე−ბო−და,
მე−რე ჭერ−საც ა−ა−ცი−ლეს.
მეც იმ ტყე−ში ვი−ყავ გზა−და,
ვარ ამ ამ−ბის მეც ზი−ა−რი,
ჭი−რი იქ და ლხი−ნი ა−ქა,
რო−გორც ზღაპ−რის წე−სი ა−რი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026