kids.ge logo

გ - უგული

ფავორიტებში დამატება

ფრინველებმა ერთ დღესაც
სასამართლო მოწყვეს,
ქარაფშუტა გუგულზე
ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს:

,,გუ-გუ ,გუ-გუ, გუგულო,
რად ხარ ასე უგულო,
გაკეთე თავისთვის,
ერთი თბილი ფუღურო.
ბევრი გარჯა არ უნდა,
არც ბარი და არც თოხი...
არ გრცხვენია შენს კვერცხებს,
სხვის ბუდეში რატომ ყრი?!

განზე გადგა გუგული,
გურგურებდა გულგრილად:
,,თქვენს ბუდეშიც ჩავაწყობ,
ხვალე კვერცხებს თუ გინდათ.
რაც ვართ, ასეთები ვართ
დადან და ბაბადან,
დედას ბებოს პაპა და
მის პაპის მამაცა.
ვმრავლდებით და მოვდივართ
სიკეთით და მშვიდობით,
ნეტავი რა წავაგეთ,
ჩვენი ქარაფშუტობით?!“
ნუ დამიწყებთ, გეთაყვა,
დარიგებას ჭკუსო,
გუგულებთან ჩიტები
ბარე ორი ტყუსო.
ჩემი ბარტყის მომავალს
ვხედავ თქვენზე კარგადო,
იქნება დამაცადოთ,
გადავწყვიტო თავადო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხ - ოხობიხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო, და ვხარობთ უკვე ამ ამბით, ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადა...თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026