kids.ge logo

მ - ოლაღური

ფავორიტებში დამატება

მოლაღური ფრთამალი,
მალმალ მოქრის მაღლიდან,
მას არა და ბევრ სხვა ჩიტს,
ეს სისწრაფე დაღლიდა.

აფრიკაში ატარებს,
ზამთარს ცივს და სუსხიანს,
გულზე თითქოს ყვითელი
საღებავი უსვია.

მზის ჩასვლას და ამოსვლას,
გებება გალობით,
ყური უნდა მიუგდო,
თუ გინდა რომ ხარობდე.

ამტკიცებენ პაპები,
ბებოებსაც ჰგონიათ,
რომ ეს ჩიტი გალობით
ამბობს: „ბიჭო გოგიას!“

უსმენენ და არ სჯერათ -
არც მარის და არც სოსოს,
„თუთაბალა“ ჰქვია და
ბლის შემოსვლას გვამცნობსო.

რომელია მართალი
ვერ მორიგდნენ ამაზე,
მეც დავუგდე ყური და
ხან ისეა... ხან ასე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026