kids.ge logo

მინდა ვხატო

ფავორიტებში დამატება

ღრუბელი რომ დავხატოთ,
ბამბასავით ქათქათა,
ჯობს არ გავაფერადოთ,
შემოვხაზოთ კარგად და...
მოვავლოთ საღებავში
სახატავი ფუნჯი
და დავხატოთ ზეცა,
ცისფერი ან ლურჯი.
მერე ზეცას მივუხატოთ
დისკო მზისა, მუქი,
ყვითელი მზის გარეშე ,
არ გვექნება შუქი.
მუქი, მუქი მწვანე
მოვიდეს ყანა,
ჯეჯილად რომ იქცეს
უნდა მზე და წვიმა.
თან დავხატოთ სახლი ,
ხე და ყვავილები,
ფერად -ფერადები,
ზოგი გაშლილები.
ყველა ფერის საღებავი,
დაგვჭირდება ახლა,
რომ მოვხატოთ თუთიყუში,
ხეზე შევსვათ, მაღლა.
...მიყვარს მრავალნარი
ფუნჯ-საღებავები,
მინდა გავხდე მხატვარი,
როცა გავიზრდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასმინდა გაზაფხულს რომ შეგადარო, ჩემი სიცოცხლე შენით დაიწყო, გაზაფხულზე რომ ამოვა ია, მინდა მოგართვა, თმები ...ლილე და ჭია-მაიაჭია-მაიას როგორ უხდება, კოპლებიანი კაბა? და ხელის გულზე თუ კი დაისვამ, გაგიფრინდება სწრაფად. ასე პატარა,ა...ერთიდან ოცამდეგიო ხდება სამი წლის, გამოიცნობს რ ი ც ხ ვ ე ბ ს! ბებო უწერს ლექსებს იქნებ უფრო მიხვდეს! .... დათვლას სწავ...სწავლა მომწყურდასკოლას მოვაშურე სწავლა მომწყურდა, დავეწაფები წყაროს ცოდნისას, ვიცი ეს შრომა, უქმად არ ჩაივლის და აუცილებლ...როგორი და რის ფერია?გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი - ფერადია, პეპლების ფრთების ფერია, ჩითებივით ჭრელიც არის და... ყოჩივარდებისფერია. ზ ა ფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026