kids.ge logo

კარგად მომხვდა...

ფავორიტებში დამატება

დაბანეო კნუტი-
დამიბარა დედამ,
-კარგად გასაპნეო,
გაშავდაო, ხედავ?

სიმართლე რომ გითხრათ
ძლიერ დამეზარა,
რად ისვრება ნეტა
კნუტი წარამარა?

ვიფიქრე და იცით?
გადავწყვიტე მაშინ,
რომ ჩამესვა კნუტი
სარეცხ მანქანაში.

სუნამოც ჩავასხი
სურნელებისათვის,
ჰო და...კარგად მომხვდა
კატის გულისათვის

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *წიწილა გაბმით წივწივებს: „დედიკო, მომეშველეო“, თან ჭიას ნისკარტს არ უშვებს, დამემალება მერეო....ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...არჩევნები ტყეშიტყის მმართველი დათუნა, უეცრად გარდაცვლილიყო, იმ ტახტის დასაკავებლად, ამბავი ატეხილიყო... დათვის ვაჟიშვილს...შეგონება- დედი, ნახე , ჩვენს კატას თაგვი დაუჭერია. - მერე? განა არ იცი, კატა თაგვის მტერია. - პატარაა საბრალო და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026