kids.ge logo

მამიკომ მიშველა

ფავორიტებში დამატება

ყოჩივარდა, ენძელა,
ა, ერთი ციდა,
სარვამარტოდ დედისთვის
მსურდა მომეზიდა

მიწიანად, დავრგავდი,
დედის გასახარად,
მაგრამ შვიდში გათოვდა,
მიწა დაფარა.

ცხელი წყალი თერმოსით
წამოვიღე ბევრი,
რომ გამედნო თოვლი,
ახლა ჩემი მტერი.

დავასხი და თოვლი
კი დავადნე მართლაც,
მაგრამ ყვავილები...
უკვე დამჭკნარს ჰგავდა.

თვალცრემლიანს იქ, ტყეში
თავს დამადგა მამა:
-ყვავილები ამ ცხელ წყალს
გაუძლებდნენ განა?

გეყო, ნუღარ სლუკუნებ,
უკვე რაღას შველი?
ქოთნის ყვავილს გიყიდი,
ის აჩუქე ნელი.

ი, ასე მიშველა
ჩემმა მამიკონამ,
თან ორივეს მოგვართვა
ენძელების კონა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მია და ფისუნაკატამ ჩემი სახელი ხედავთ, როგორ ისწავლა? უცებ დაიმახსოვრა, განა ბევრი იწვალა? სადმე თუ კი დამლანდა, დაიკნ...თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...ზარმაცი ბაჩანაამ დილით ზოოპარკში მე, ბაჩანა, გოგი, წაგვიყვანა მამიკომ ჩვენი შავი "გოლფით". მივესალმეთ ბაჭიებს, კუდბათქუ...ლელაკუნა პატარადედიკოსთან ერთად დილით ადრე დგება, გაკვეთილის სასწავლად სიხარულიტ ჯდება. ასო ასო კითხულობს, სიტყვებს ვერ ...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026