kids.ge logo

ძროხის "ლაბადა"

ფავორიტებში დამატება

ცით? ერთხელ ჩვენი ძროხა
გახდა ძლიერ ავადა,
მეზობლები მოდიოდნენ
ძროხის სანახავადა.
მოიყვანეს ექიმი და
გაკეთა ნემსები,
მერე ბებიკოს აუხსნა
ძროხის მოვლის წესები:
-არაფერი აჭამოთო
გარდა მოლის მწვანისო,
არ დასველდეს,მოერიდეთ
თქვენ წვიმიან ამინდსო.-
ბებოს ჯიბრით იმ დღეებში
წვიმდა გადაბმულადა,
ბებო ბალახს უგლიჯავდა
ძროხას სულ ტყულადა.
მირთმელი ის ბალახი
ძროხამ ჭამა განაო?
რა ეღონათ, ბჭობდნენ დიდხანს
ბებო, დედა, მამაო.
ვერაფერი მოფიქრეს,
შეაჩრებ ამ წვიმას?
ცებ, თავში კარგი აზრი
დაბადა ჩვენს დიმას.
-ბებო, მამა, ამ ჩვენს ძროხას
რომ ჩააცვათ ლაბადა?
წვიმა ვეღარ დაასველებს,
ბალახს მოსძოვს ლაღადა.
დედამ მამას გადახედა,
ბებო წამოხტა წამსვე
ჰოდა ძროხას ცელოფანი
გადაფარეს ტანზე.
არ ეშინია ბებიკოს
დაუსველდეს რომ ძროხა,
წვიმაში დადის, აცვი
ტანზე ლაბადა კოხტა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...მამიკომ მიშველა ყოჩივარდა, ენძელა, ია, ერთი ციდა, სარვამარტოდ დედისთვის მსურდა მომეზიდა მიწიანად, დავრგავდი, დედის გასახა...* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...ჭკვიანი ნანაბაღში ქორფა ბალახს თელავს პაწაწინა ნანა, აქეთ ბებო უჯავრდება, იქიდან კი მამა. -გამო აქეთ, ბალახს ტკივა, შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026