kids.ge logo

სამი თვე-სამი ძმობილი

ფავორიტებში დამატება

სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი,
სამივე ზამთრის სახელით
ერთმანეთს ხმაშეწყობილი.
წელიწადის დროს რომ გვიცვლის,
პირველი დეკემბერია,
ის გვატყობინებს სუყველას,
უკვე რომ ზამთრის ჯერია.
მერე იანვარია,
ხალწლის მახარობელი,
ციმციმა, ღიმილინი,
ზამთრის ამბების მთხრობელი.
ყინვის და ქარის ბატონი
მესამე- თებერვალია,
ზამთარი რომ გაცილოს
ეგ სწორედ მას ავალია.
თოვს. ცა პირს განა შეიკრავს,-
თოვლი ძირს უხვად ჩამოდის.
ღრუბელი დაბლა მოწევს,
რა უნდა, ნეტავ, რა მოსდის?
სამი თვე- წელიწადისგან,
ყოფილა გამოხმობილი,
სამივე ზამთრის თოვლისფერ
სამოსში გამოწყობილი,
სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იაგაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ, თქვენი ია ვარ პაწია, სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს, ლურჯი სამოსი მაცვია. ამ...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026