kids.ge logo

ციყვუნიას ზამთარი

ფავორიტებში დამატება

„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,
თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს,
რა იქნება ახლა ნეტავ?
ტყეს ზამთრისა ეშინია?
ბა, რატომ გაყურსულა?
არც ნადირი ხმინებს...
ჩიტუნაც არ წკრილებს...
ნაკადულიც გაიტრუნა,
ტყე რომ თოვლით დაბურა.
-შშშშშ!-
ფიფქები შრილებენ,
ტყეში მარტო ესღა ისმის,
თოვლი მოდის ხვავრილად,
ციდან ძირს მოწევს ნისლი...
სიჩუმე რამ დაარღვია?
-კნაწ!-
გაისმა უცებ ტყეში!
ეს ციყვია, ფუღურო რომ
გამართავს ბებერ ხეში.
თბილად მოკალათებული
აკნაწუნებს თხილს და კაკალს,
დათოვლილ ტყეს უმზერს ციყვი,
თოვს და ბარდნის,
ხან ხოშკაკლავს!
ტყეში ყველა ამ ხმებს უსმენს,
ზამთარსაც კი ეღიმება,
ჯადოსნური სურათია! -
მთა-ბარს თოვლი ეფინება!
-შშშშშშშშ!-ფიფქები შრილებენ,
საღამოა მყუდრო, თბილი.
-კნაწ-კნუწ!-ციყვმა აკნატუნა
კაკალი და ბლომად თხილი.
შარიშური, კნაწაკნუწი...
გახალისდა ირგვლივ ყველა,
ახლა ირგვლივ სიმშვიდეა!
კურდღელს აღარ ერჩის მელა...
-ტყეში თეთრი ზამთარია!
დელი-დელა! დელი-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...მოდის შემოდგომა!ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის, ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს. სხვა მოძახილი გაისმის ახლა, უკვე სხვაგვარი...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026