kids.ge logo

თოვლის მელა

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,
გადაფარა ირგვლივ
მიწა, ხე თუ ჩირგვი.
ნაცარა და ყურგრძელი,
სად ბრძანდება კურდღელი?
„კურდღელმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო“,
გავიხედ-გამოვიხედე,
მელა მოდის სერზედაო,
ფეხაკრეფით მობიჯებს
დაგეშილი ჩემზედაო,
თქვენც ხომ იცით, მუხა რომ დგას
ჩემი ჩირგვის გვერდზედაო?
ზედ ფუღურო დაგინახავთ,
სწორედ მუხის ღერზედაო?
ციყვს შევძახე, ჩემს მეგობარს:
-დატრიალდი ცერზედაო,
ხედავ? მელა მოსუნსულებს,
გამწყრალია ბევრზედაო...
ახლა ალბათ ჯავრი უნდა
რომ იყაროს ჩვენზედაო...
ციყვი-ჩემი მეგობარი
წამოვარდა ზეზედაო:
-შენ ნუ დარდობ, გადავხტები
იმ დათოვლილ ვერხვზედაო,
მელამ არაფერი იცის
ამ ახალ ოინზედაო...
ციყვმა თოვლი ჩამობერტყა
ხიდან მოჰქუხს ველზედაო,
ჩანჩქერივით ჩამოეშვა,
მოგრილებს ზედ-ზედაო,
მელა თოვლში გაეხვია,
ვეღარ გახტა გვერდზედაო,
ვერც წინ მიდის, ვეღარც უკან,
დარჩა ასე ფეხზედაო,
სანამ ეგ თოვლს შებერტყავს,
მე გავირბენ სერზედაო,
-თოვლი ნამქერად ჩამოდის
მელიას სახელზედაო!
ზემოთ ჩემი მეგობარი
მოხტის ხიდან ხეზედაო,
თოვლის მელას უდარდელად
ჩავურბინეთ ეს ესაო,
უკვირს მსუნაგს: ეს რა მიქნეს?
სა რა გამიბედესაო?
მე და ციყვი ვიფხრიწებით
მის ასეთ ნათქვამზედაო,
მალე მთელი ტყე იცინებს
მელიას ამბავზედაო:
-ესეც ჩვენი თოვლის მელა!
არ მოსულა ფერზედაო?!
ჩვენი ძმობილი კურდღელი
არ დაგადგეს ყელზედაო!
ნუ იქნები, მელაკუდავ,
წუწკი შემდეგ ჯერზედაო,
ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებ,
ჯავრს კი ვიყრით შენზედაო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

თვლა ისწავლა
ანათითებს, ბანათითებს,
ციცქნა ანა ითვლის თითებს:...
სოფელი
რა კარგია სოფელი,-
გულის დამატკბობელი,...
ვაშლები
ერთი ვაშლი,
ორი ვაშლი,...
ვულოცავ!
მღერის ჩიტი-ჩიორა:
ფიფქი მოდის ფიორა!...
კატა და თაგუნია
-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „თოვლის მელა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თოვლის მელა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნარჩომაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შეზღუდეთ მარილიანი საკვების მოხმარება

შეზღუდეთ მარილიანი ჩიფსების, კრეკერების და სხვა მარილიანი პროდუქტების მოხმარება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები თოვლზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები თოვლზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე, ლექსები თოვლზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

ხალხური
თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა

ხალხური

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა,
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა,...
ქეთევან კვიტატიანი
წერილი ლაპლანდიიდან ბებიას

ქეთევან კვიტატიანი

ბებო წერილს გწერ შორიდან,
იქ სადაც დიდი თოვლია,...
მაყვალა მრევლიშვილი
აჩუ

მაყვალა მრევლიშვილი

აჩუ, აჩუ, ცხენო,
პაპას ყავარჯენო, ...
ელენე სალარიძე
ნია და ზამთარი

ელენე სალარიძე

დღეს დედოფალი იქნება,
ხვალ ალბათ - მასწავლებელი. ...
ლუარა ჭანტურია
გაშიშვლებული ტოტები

ლუარა ჭანტურია

ზამთრისპირზე ფოთლები,
ფრენენ ფარფატ-ფრიალით;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026