kids.ge logo

სუროს შაშვი შეფენია

ფავორიტებში დამატება

ჭახჭახდა შავი შაშვი,-
რა ახარებთ ასე ჩიტებს?
ციყვუნებმაც გაიღვიძეს
და თვალები მოიფშვნიტეს,
ჩაძინებულმა დათვებმაც
ლიონზე თვალი ჭყიტეს:
-ნეტავ, ეს რა ხმარია?
ეს რა აურზარია?
სე ადრე, სისხამ დილით
ვინ დაგვიფრთხო, ნეტავ, ძილი?
-არაფერი გაგიგია?
გვითხარ, ჩხიკვო -ეფემია,
კაჭკაჭებმა დაძახეს:
-სუროს შაშვი შეფენია!
ჩხრეკიათ, უქექიათ,
მარცვალ-მარცვალ უკენკიათ,
ვის სურს, იმათ რომ უყუროს,-
შეჰფენია შაშვი სუროს!
მაშ, ეს ხდება ტყისპირებთან?
მაღალ ხესთან, ხისძირებთან?
შავი შაშვი გიშრისფერი
ტკბილად ამიტომაც მღერის?
-წითელნისკარტა შაშვებმა
გაგვაღვიძეს ადრინად?
ცხოველები, ფრინველები...
შაშვს უსმენენ ხათრინად.
მერე რა, რომ ზამთარია,
ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია,
შაშვი მაინც იჭახჭახებს,
წყარო მაინც ირაკრაკებს,
ციყვი კურდღელს ჩამოსძახებს:
-ჩვენ ზამთარი რას დაგვაკლებს!
შაშვო, მაგ შენს წითელ ნისკარტს
ტკბილი თაფლი, შაქარიო!
მალე მოვა გაზაფხული,-
მზის სხივებით დამტკბარიო!..
გერ, მზემ ამოყო თავი,
მთებს მწვერვალი შეფერვია,
რა ლამაზი სურათია!-
სუროს შაშვი შეფენია!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

სოკოები
ზაფხულია. ტყეში
მოდის წვიმის თქეში....
ასეთია ზამთრის ღამე
- დღე უეცრად გაიპარა...
მითხარ, ერთი, რა მოხდა?...
საახალწლო
-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი,
მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ......
ჩემი გემი
ეს პატარა გემია,
და ეს გემი ჩემია!...
ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიც
გული მღერის: ოდელია-დელია!
გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია!...
„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „სუროს შაშვი შეფენია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სუროს შაშვი შეფენია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: კაპანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ჩართეთ მუსიკა აქტივობების შესრულებისას

არსებობს მიზეზი რატომაც მუსიკის მოსმენა დალაგებისას სახალისოა. „შეასრულეთ დავალება მუსიკის თანხლებით და მოულოდნელად ის სახალისო გახდება“ - ამბობს სენდი ჰეინესი, პედაგოგი ბუკინგემის კოოპერატიულ საბავშვო ბაღში, გლასტონბერიში, კონექტიკუტის შტატში. აირჩიეთ ისეთი მარტივი აქტივობა, როგორიცაა მუსიკის მოსმენა დროში ჩასატევად: „შეგიძლია ჩაცმა სანამ რაფი „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შესახებ სიმღერას დაასრულებს?“

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები ფრინველებზე

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები ფრინველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები ფრინველებზე

შიო მღვიმელი
გაზაფხული

შიო მღვიმელი

ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,...
ნაზი თარგამაძე
აუ, რა თოვლი მოვიდა

ნაზი თარგამაძე

აუ, რა თოვლი მოვიდა
შორიდან, ცის სიშორიდან,...
მანანა ქურდაძე
ნუციკო სოფელში

მანანა ქურდაძე

დღეს სოფელში მიყავს ბებოს,
პაწაწინა ნუციკო,...
ვაჟა–ფშაველა
გულო, არ გასტყდე!

ვაჟა–ფშაველა

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!...
ლუარა ჭანტურია
თოვლის ბაბუა

ლუარა ჭანტურია

ვინ მოდის სავსე ხურჯინით
მაღალ თოვლიან ბილიკზე?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026